×

ლენტებს და ღვედებს ჩვენ კომპანია ბელთ2008 ყიდის უკვე 15 წელია.

ამ წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია მრავალი მომხმარებლისათვის გახდა ევროპული ხარისხის ლენტების და ღვედების საიმედო მიმწოდებლი.

ხარისხიანი ლენტები და ღვედები ზოგავს თქვენ დანადგარებს, ტექნოლოგიურ ხაზებს და უხანგრძლივებს მათ ექსპლუატაციის ვადას.

ჩვენ არა მარტო ვყიდით ლენტებს და ღვედებს არამედ ვახორციელებთ კონსალტინგს, გეხმარებით ლენტების და ღვედების შერჩევაში რათა ლენტები და ღვედები ზუსტად შეესაბამებოდეს ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნებს.

ჩვენ აგრეთვე დაგიპროექტებთ დანადგარებს და საწარმოო ხაზებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება ჩვენი ხარისხიანი ლენტებით და ღვედებით, და რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ თქვენი სასაწყობო მეურნეობის ოპტიმიზცია, დაგიპროექტოთ ჩვენი ლენტებით და ღვედებით არჭურვილი სასწყობო-სატრანსპორტო ხაზები, რომლებიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ლოჯისტიკურ ხარჯებს.

გარდა ლენტებისა და ღვედებისა ჩვენ შეგვიძლია თქვენი დანადგარები და საწარმოო ხაზები დაგიკომპლექტოთ სხვა უმაღლესი ხარისხის ცვეთადი ნაწილებით,როგორებიც არის: პლასტმასის მოდულური ლენტები, პლასტმასის ფირფიტოვანი ჯაჭვები, საკისრები, ჩვეულებრივი ჯაჭვები, გამკვრივებები, შუასადებები და სხვა.

 

ამრიგად იქ სადაც რაიმე ბრუნავს, მოძრაობს და იწარმოება ჩვენ აუცილებლად დაგჭირდებით!!!